09 Δεκεμβρίου, 2020

გარდაიცვალა ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ნიფონი

Διαδώστε:

2020 წლის 8 დეკემბერს, 61 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, პილუსიის მიტროპოლიტი ნიფონი.

მიტროპოლიტი ნიფონი (ცავარისი) დაიბადა 1959 წელს ნიკეაში (საბერძნეთი). უმაღლესი განათლება პედაგოგიკის განხრით მიიღო კრეტის ირაკლიონის პედაგოგიკის აკადემიაში, ხოლო საღვთისმეტყველო განათლება – ათენის კაპოდისტრიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე.

1982 წელს ირაკლიონის წმიდა აგარათას მონასტერში კრეტის მთვარეპისკოპოს ტიმოთეს მიერ აღიკვეცა მონაზვნად. 1984 წელს აკურთხეს მღვდელმონაზვნად. 2005 წელს გაიგზავნა ალექსანდრიის საპატრიარქოში, სადაც ძველი კაიროს წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს.

2009 წელს ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა სინოდმა გამოარჩია ბაბილონის ეპისკოპოსად.

2014 წელს წმიდა სინოდმა დაადგინა პილუსიის მიტროპოლიტად.

უფალმა სასუფეველში დაამკვიდროს მიტროპოლიტ ნიფონის უკვდავი სული და მისცეს საუკუნო ხსენება.

 

wenews.ge

Διαδώστε: