მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ქალბატონი ლარისა შალამბერიძე-გიგიბერიასი, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას დედა.
დაკრძალვა შედგება შაბათს, 3 აგვისტოს.
გამოსვენება – სახლიდან, სენაკის რაიონის სოფ. ძველი სენაკიდან, 15:00 საათზე.
ვუსამძიმრებთ მეუფე საბას და შევთხოვთ ღმერთს, აცხოვნოს ქალბატონი ლარისას უკვდავი სული.