09/10/2020 09/10/2020 გელათის საკონსერვაციო მდგომარეობის მნიშვნელოვნებიდან და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობისა და წმ. გიორგის სახელობის ტაძრებზე 2020 წლის 11 მარტიდან დღემდე განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის მისიების ტექნიკურ ანგარიშებს ასაჯაროებს. აღნიშნულ ანგარიშებს ამ დრომდე შიდა მოხმარების დანიშნულება ჰქონდა და ამავდროულად ხელმისაწვდომი იყო პროფესიული საზოგადოებისათვის. ანგარიშები სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული....
09 Οκτωβρίου, 2020 - 16:35
Τελευταία ενημέρωση: 09/10/2020 - 16:37

გელათის საკონსერვაციო მდგომარეობის მნიშვნელოვნებიდან და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობისა და წმ. გიორგის სახელობის ტაძრებზე 2020 წლის 11 მარტიდან დღემდე განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის მისიების ტექნიკურ ანგარიშებს ასაჯაროებს

Διαδώστε:
გელათის  საკონსერვაციო მდგომარეობის  მნიშვნელოვნებიდან და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე,  კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის  ეროვნული  სააგენტო  სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობისა და წმ. გიორგის  სახელობის ტაძრებზე 2020 წლის 11 მარტიდან დღემდე  განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის მისიების ტექნიკურ ანგარიშებს ასაჯაროებს

გელათის საკონსერვაციო მდგომარეობის მნიშვნელოვნებიდან და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობისა და წმ. გიორგის სახელობის ტაძრებზე 2020 წლის 11 მარტიდან დღემდე განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის მისიების ტექნიკურ ანგარიშებს ასაჯაროებს. აღნიშნულ ანგარიშებს ამ დრომდე შიდა მოხმარების დანიშნულება ჰქონდა და ამავდროულად ხელმისაწვდომი იყო პროფესიული საზოგადოებისათვის. ანგარიშები სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული. მათზე წვდომა შესაძლებელია ბმულის მეშვებით.

https://drive.google.com/…/1lSo5QZxIFZ8mYR…/view…

* ბმულზე ხელმისაწვდომია გეგმიური მისიის ოთხი ანგარიში. 2-3 ოქტომბერს განხორციელებული მისიის ანგარიში კი დასრულებისთანავე გახდება ხელმისაწვდომი.
2020 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისა და მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით სამონასტრო კომპლექსზე განხორციელდა მონიტორინგის ოთხი არაგეგმიური (მაისი, ივლისი, აგივსტო, სექტემბერი) და ხუთი გეგმიური (მარტი, აპრილი, ივნისი, აგვისტო, ოტომბერი) მისია, რომელთა ფარგლებში შემუშავდა შესაბამისი ანგარიშები და რეკომენდაციები, რის საფუძველზეც განისაზღვრა შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებები.
განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში:
• ჩატარდა ღვთისმშობლის სახელობისა და წმ. გიორგის სახელობის ტაძრებსა და სამხრეთ კარიბჭეში არსებული კედლის მხატვრობების მდგომარეობის ანალიზი; განისაზღვრა ისტორიულად დაზიანებული და აქტიური დაზიანების მქონე არეები; აღინუსხა დაზიანების ტიპები და განისაზღვრა დაზიანების აქტივიზაცის პროცესი;
• შეფასდა ფასადებისა და ინტერიერის მდგომარეობა და მათ შორის ურთიერთკავშირი;
• გამოვლინდა 2013-2019 წლებში განხორციელებული რეაბილიტაციის ფარგლებში მოწყობილ გადახურვებზე 2020 წელს დაფიქსირებული დაზიანებების შედეგად კედლის მხატვრობის დაზიანებული მონაკვეთები;
• მიმდინარეობს დაზიანებული ფრაგმენტიების მდგომარეობის მონიტორინგი და გამომარილებულ მონაკვეთებზე მარილის ნაწილობრივი მოხსნა;
• სააგენტოს მიერ განცორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ შესრულების დეფექტებთან ერთად გამოიკვეთა საავტორო ზედამხედველობისა და ეროვნული სააგენტოს არაჯეროვანი ინსპექტირების ნიშნები, რომელზეც ეროვნული სააგენტო სრულად იზიარებს მის წილ პასუხისმგებლობას.
მიმდინარე სამუშაოების პროგრესი:
• ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტისა და შესაბამისი სანებართვო პირობების მიხედვით, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე დროებითი ღონისძიების ფარგლებში შემსრულებელი კომპანიის მიერ სრულდება გუმბათის ყელის ირგვლივ მკლავების ნაწილობრივი მყარი დროებითი გადახურვის მოწყობა, რაც მათზე არსებული კერებიდან წყლის ინფილტრაციის პრევენციას უზრუნველყოფს. 14 ოქტომბრამდე მყარი გადახურვების მოწყობა დასრულდება ტაძრის საკურთხევლზე, პასტოფორიუმებზე და წმ. მარინეს ეკვდერზე;
• იმ მონაკვეთებზე (ტაძრის ეკვდერები, კარიბჭეები, ნართექსი), სადაც გამოყენებულია დაბალი ხარისხის კრამიტი, რომლის სამშენებლო სტანდარტებთან შეუსაბამობა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით საბოლოოდ დადასტურდა, ეროვნული სააგენტოსა და მგფ-ის მოთხოვნით შემსრულებლის მიერ დაჩქარებულ ვადებში იქნება მოწყობილი სახურავებზე დროებით დაყრდნობილი გადახურვა;
• ზამთრის პირობებში, სრული პრევენციისთვის შემსრულებელს დამატებით ეთხოვა ტაძრის მკლავების მთლიან ფართობზე სახურავებზე დაყრდნობილი დროებითი გადახურვების მოწყობა.
• მოკლე დროში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ეროვნული სააგენტო გარემო პირობების მონიტორინგის სისტემის ინსტალაციას დაიწყებს;
• ღვთისმშობლის ტაძარზე განსახორციელებელი ღონისძიების პარალელურად, კედლებიდან წყლის ნაკადის ასარიდებლად, დროებითი წყალშემკრები სისტემა (ე.წ. ჟოლობები) მოეწყობა წმ. გიორგის სახელობის ტაძარზე, ხოლო მომავალ წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და კომიტეტის მრჩეველ ორგანოებთან შთანხმების შემდეგ კომპლექსში მოეწყობა სრულყოფილი წყალამრიდი სისტემა.
ეროვნული სააგენტოს მიერ, 2020 წელს იწყება გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის კვლევისა და კონსერვაციის პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც მომავალ წელს ფართო მასშტაბს მიიღებს და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მონასტრის მოხატულ ყველა სივრცეს მოიცავს.
გელათის სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციების მიღებისა და პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით მიმართა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრსა და კომიტეტის მრჩეველ ორგანოებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო მაღალი კვლალიფიკაციის მქონე ექსპერტებთანაც, გამოსასწორებელი ღონისძიებების ფარგლებში მათი შესაძლო ჩართულობის თაობაზე.


— facebook.com/georgianheritage

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων