07 Νοεμβρίου, 2020

გერმანიის მიტროპოლიტის აღსაყდრებიდან 40 წელი გავიდა

Διαδώστε:

მიტროპოლიტ ავგუსტინეს გერმანიის სამიტროპოლიტო საყდარზე აღსაყდრებიდან 40 წელი შეუსრულდა, ხოლო მღვდელმთავრად – გამორჩევიდან 48 წელი.

მიტროპოლიტი ავგუსტინე დაიბადა 1938 წლის 7 თებერვალს, კუნძულ კრეტაზე. სასკოლო და საღვთსმეტყველო განათლება ხალკის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში მიიღო. 1960 წელს სწავლა განაგრძო მაგისტრატურაზე გერმანიში, ფილოსოფია-თეოლოგიის მიმართულებით. 1960 წლის 10 აპრილს ეკურთხა დიაკვნად, 1964 წლის 30 აგვისტოს – მღვდლად და დაინიშნა ბერლინის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.

1972 წელს მსოფლიო საპატრიარქოს წმი და სინოდმა გამოირჩია ელეეს ეპისკოპოსად და დადგინდა გერმანიის მიტროპოლიტის ვიკარიუსად (დამხმარე ეპისკოპოსად). მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა აღასრულა გერმანიის მიტროპოლიტმა ფრანკფურტში, 1972 წლის 26 მარტს.

1980 წელს მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა გამოირჩია გერმანიის მიტროპოლიტად და ამავე წლის 8 ნოემბერს შედგა მისი აღსაყდრება. 1980 წელს გერმანიის პრეზიდენტმა კარლ კარსტენსმა გერმანიის ფედერაციის საპატიო ჯვარი გადასცა მიტროპოლიტ ავგუსტინეს. 1994 წელს საბერძნეთის პრეზიდენტმა ასევე სახელმწიფო უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. 2006 წელს ბონის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტმა საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა, თუმცა ეს მიტროპოლიტ ავგუსტინეს ჯილდოების მცირე ჩამონათვალია.

 

— wenews.ge

Διαδώστε: