20 Δεκεμβρίου, 2024

გერმანული დელეგაცია საპატრიარქოში

Διαδώστε:

ამა წლის 17 დეკემბერს, წმ. ბარბარეს ხსენების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, სამხრეთ კავკასიაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორი, ბატონი რობინ ვაგენერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, ბატონი პიტერ ფიშერი და მათი თანმხლები პირები ეწვივნენ. მათ უმასპინძლეს: თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილეებმა: დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ და იღუმენმა მიქაელმა (ბრეგვაძე), ასევე დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. პროტოპრესვიტერმა გიორგიმ სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 13 დეკემბრის მიმართვა გააცნო და დასძინა, რომ ეკლესია მხარს უჭერს ტრადიციული და სულიერ-კულტურული ღირებულებების დაცვით ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

ბატონმა რობინ ვაგენერმა მწუხარება გამოთქვა საქართველოში დღეს არსებული ვითარების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი კვლავაც გაგრძელდება.

sazu.ge

Διαδώστε: