03/06/2024 03/06/2024 მიმდინარე წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა პროექტების კონკურსში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით, ღირებულებითი განათლების კონტექსტით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით ,,ქრისტიანობა საერო და სასულიერო განათლებაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში”. კონკურსში გამარჯვებული 2 ჯგუფი, მასწავლებლებსა და სასულიერო პირებთან ერთად, გაემგზავრება სვანეთში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტურში. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა...
03 Ιουνίου, 2024 - 18:53

გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენებას

Διαδώστε:
გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენებას

მიმდინარე წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა პროექტების კონკურსში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით, ღირებულებითი განათლების კონტექსტით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით ,,ქრისტიანობა საერო და სასულიერო განათლებაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში”.
კონკურსში გამარჯვებული 2 ჯგუფი, მასწავლებლებსა და სასულიერო პირებთან ერთად, გაემგზავრება სვანეთში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტურში.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და მიეცათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა დედაქალაქში გამართულ ტურზე ,,გაიცანი შენი ქალაქი”, ასევე ისინი შეძლებენ ჩაერთონ საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსში ,,ქრისტიანულ ფასეულობათა კვალდაკვალ”, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება.
პირველი ადგილი – 71-ე საჯარო სკოლა;
მეორე ადგილი – მე-4 საჯარო სკოლა.
ვულოცავთ გამარჯვებულ მოსწავლეებს, მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, მასწავლებელს და დირექტორს ამ პროექტში მონაწილეობისათვის.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων