04/01/2021 04/01/2021 საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში. ახლაც, როცა მთელი მსოფლიო უხილავ...
04 Ιανουαρίου, 2021 - 20:39
Τελευταία ενημέρωση: 04/01/2021 - 20:40

გიორგი გახარია ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

Διαδώστε:
გიორგი გახარია ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში.

ახლაც, როცა მთელი მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა ჩვენ, მთელ საქართველოს, გვაძლევს განსაკუთრებულ ძალას, ერთმანეთზე ზრუნვით გადავლახოთ უდიდესი განსაცდელი.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას ოფიციალურ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მილოცვაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღეს 88 წელი შეუსრულდა.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων