01 Μαΐου, 2019

გიორგი შენგელია ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო

Διαδώστε:

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა გაიმართა. წირვას “ქართული ოცნების” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

გიორგი შენგელიამ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.

“გილოცავთ ჩვენი ეპარქიის და ტაძრის მრევლს ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ჩვენი ტაძარი სამების შემდეგ ახალაშენებულ ტაძრებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა. მიხარია, რომ ტაძრის მშენებლობა დასრულდება და ფონდი “ქართუ” მის სამშენებლო სამუშაოებს დააფინანსებს“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მათივე ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.

IPN

Διαδώστε: