26 Μαΐου, 2019

დავით გარეჯთან დაკავშირებით, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ბაქოში შეხვედრა მიმდინარეობს

Διαδώστε:

დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით, ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, ბაქოში შეხვედრას ამ წუთებში მართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში შეხვედრის დეტალების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.

კომისიის ქართულ მხარეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

კომისია, რომლის შემადგენლობაც 20 წევრისგან განისაზღვრა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 10 მაისს დაამტკიცა.

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის ტერიტორიის 30% დასაზუსტებელია, მათ შორის, განსაკუთრებული დავის საგანი ის ტერიტორიაა, სადაც სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი მდებარეობს.

IPN

Διαδώστε: