09 Σεπτεμβρίου, 2019

დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი – აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ

Διαδώστε:

აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ისეთს, რომ ალბათ, არც ერთ სექტორში, არც საზღვარზე ამხელა მშენებლობა არ განუხორციელებიათ. ეს არის კატასტროფა, – ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) აცხადებს.

ამასთან, მისი თქმით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის რაოდენობა 70-80 კაცამდეა გაზრდილი, ხოლო ყაზარმების აშენების შემდეგ ადგილზე მათი 300-მდე მესაზღვრე დადგება.

ამასთან, არქიმანდრიტის განმარტებით, მართალია, ახალი მთავრობა დაინიშნა, თუმცა პოლიტიკოსებისგან დავით გარეჯთან მიმართებით არც ერთი კითხვა არ დასმულა.

 

palitranews.ge

Διαδώστε: