07/05/2019 07/05/2019 საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, 4 და 5 მაისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩ დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ფაშა ზადეს წარმომადგენელ ალი ალიევთან. შეხვედრებზე დავით გარეჯის საკითხი განიხილეს. „საპატრიარქო გარეჯის მონასტერთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად იქნება ჩართული. 4 და 5 მაისს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთ დურსუნ...
07 Μαΐου, 2019 - 12:59

დავით გარეჯის საკითხზე​ საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩთან და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა

Διαδώστε:
დავით გარეჯის საკითხზე​ საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩთან და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, 4 და 5 მაისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩ დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ფაშა ზადეს წარმომადგენელ ალი ალიევთან. შეხვედრებზე დავით გარეჯის საკითხი განიხილეს.

„საპატრიარქო გარეჯის მონასტერთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად იქნება ჩართული. 4 და 5 მაისს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთ დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის, ფაშა ზადეს წარმომადგენელ ალი ალიევთან. საკითხი ეხებოდა დავით გარეჯთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. საუბარში ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ესაჭიროება მოფრთხილება და დაუშვებელია დაძაბულობის გაღვივება, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უმნიშვნელოვანესი ქართული სიწმინდეა და შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს სასწრაფოდ“, – აღნიშნულია ანდრია ჯაღმაიძის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων