25 Σεπτεμβρίου, 2024

დგება წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღე – 26 სექტემბერი

Διαδώστε:

დგება წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღე, – 26 სექტემბერი.

მისი მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წელთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ერთი წელი მიეძღვნება ამ საოცარი დედოფლის ღვაწლის წარმოჩენას.

შემოგთავაზებთ იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც აღნიშნული მიზნით განხორციელდა და განხორციელდება უახლოეს მომავალში:

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პირველი კონფერენცია ჩატარდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ორშაბათს, 23 სექტემბერს;

25 სექტემბერს 13:00 საათზე პარაკლისი გადახდილი იქნება გრემში (სადაც წმინდა დედოფალი ხშირად ესწრებოდა ღვთისმსახურებას).

რა თქმა უნდა, საზეიმო წირვა-ლოცვა ყველგან აღევლინება, მაგრამ ჩვენ ორ ადგილზე გავამახვილებთ ყურადღებას, – 25 სექტემბერს 16:00 საათზე ალავერდის ტაძარში დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 26 სექტემბერს 10:00 საათზე – საზეიმო წირვა, რომლის დროსაც გამოსვენებული იქნება ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები.

ამავე დღეს საზეიმო წირვა 09:30საათიდან აღევლინება მუხრანში, ქეთევან დედოფლის მშობლიური სოფლის საკათედრო ტაძარში; აქვე შენდება წმ. ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესიაც, რომელიც, ვფიქრობთ, ერთ წელში დასრულდება და, ბუნებრივია, მსახურება შემდეგ იქაც აღევლინება.

26 სექტემბერს დედოფლისადმი მიძღვნილი პარაკლისი იქნება გადახდილი ,,შატო – მუხრანის“ სივრცეშიც. 26 სექტემბერს, 10:00 საათიდან, წმ. ქეთევანისადმი მიძღვნილი მოხსენებები წაკითხული იქნება მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ ქართველოლოგთა კონგრესზე.

წმინდა ქეთევან დედოფალს მიეძღვნება, ასევე, ამა წლის 10-12 ოქტომბერს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია.

სხვა ღონისძიებების შესახებ დამატებით გაცნობებთ.

sazu.ge

Διαδώστε: