14/10/2020 14/10/2020 ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება. შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან მიმართებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. დეკანოზის თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბარი 15 წელია მიმდინარეობს, საპატრიარქო კი წინასაარჩევო გეგმებში არ მონაწილეობს. „ჩვენ ხომ წინასაარჩევნო გეგმებში არ...
14 Οκτωβρίου, 2020 - 17:55

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის საქმეზე – ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება – შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს

Διαδώστε:
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის საქმეზე – ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება – შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს

ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება. შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან მიმართებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

დეკანოზის თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბარი 15 წელია მიმდინარეობს, საპატრიარქო კი წინასაარჩევო გეგმებში არ მონაწილეობს.

„ჩვენ ხომ წინასაარჩევნო გეგმებში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ, ხომ 15 წელია ამაზე ვლაპარაკობთ. გუშინ ვუსმინე დავით ხიდაშელს და მან თქვა, რომ დოკუმენტაცია ჩამოიტანა აგვისტოში და გადასცა თავდაცვის სამინისტოს. მერე, თვითონ მიადევნეთ თვალი.

ძალიან არასწორი და ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება. შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს ამ მიმართულებით გასარჩევი საკითხი. დაველოდოთ, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და ვნახოთ რა იქნება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.


ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων