08 Οκτωβρίου, 2020

დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი გარეჯის საკითხზე: ამ საქმის გამოძიებამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს აზერბაიჯანთან ურთიერთობაში

Διαδώστε:

ყველაზე კარგი სიტუაცია ის არის, რომ სიმართლე დადგინდება, რადგან საქმე გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან და ამ გამოსაძიებელმა საქმემ ჩვენ ხელი არ უნდა შეგვიშალოს მასთან ურთიერთობაში, – ამის შესახებ 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლუკა სუპატაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველას ის მოლოდინი აქვს, რომ სიმართლე გაირკვევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა.

„1996 წელსაც რა შეთანხმებასაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ აზერბაიჯანთან, ის თუ აღდგება, ყველაფერი მოწესრიგდება და ჩვენ არაფერი სადავო არ გვექნება და რატომ არ მოხდა 1996 წლის მთავარი ჩარჩო-ხელშეკრულების აღსრულება, ამაზე პასუხს ველოდებით ყველანი. ჩვენ მომხრე ვართ სიმართლეს, რათა გაირკვეს და ვიცოდეთ, რა არის ჩვენი და რა სხვისი“,- განაცხადა დეკანოზმა.

მისი თქმით, დავით-გარეჯი საქართველოს უძველესი ქართული კულტურული ცენტრი და სიწმინდე.

„შეუძლებელია პოლიტიკურ მდგომარეობს ავყვეთ, რადგან მე-7 საუკუნიდან ეს ჩვენი კულტურული ძეგლია. ეს არის უდიდესი სიწმინდე ჩვენთვის, რომლის დაცვას ჩვენ არავის და არაფერს ვუკავშირებთ. ეკლესიის პოზიცია ასეთია: ეკლესიაში ყველას უნდა მოესვლებოდეს და ეკლესია ყველას აერთიანებს“,- განაცხადა დეკანოზმა


— imedinews.ge

Διαδώστε: