14 Οκτωβρίου, 2020

დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მცხეთობას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ

Διαδώστε:

დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანის, დედოფალ ნანას, წმ. სიდონიასა და აბიათარის ხსენება აღინიშნება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მცხეთობას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.


religion.gov.ge

Διαδώστε: