29 Ιουλίου, 2024

ეპისკოპოსმა გრიგოლმა ტაძრის ტრაპეზი აკურთხა

Διαδώστε:

2024 წლის 27 ივლისს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოსთან მდებარე წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის ტრაპეზი აკურთხა.

აღნიშნული ტაძარი აშენებულია სოფელ რეხში მცხოვრებ ბალაბანოვების გვარის მიერ XIX საუკუნის შუა წლებში.

ტაძრის წინამძღვრად დადგინდა რეხის მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლოს მოძღვარი, მღვდელი გრიგოლ გურგენიძე.

sazu.ge

Διαδώστε: