20 Νοεμβρίου, 2020

ეპისკოპოს დოსითეს სამძიმრის წერილი

Διαδώστε:

,,მოულოდნელად, ვერაგი კოვიდ-ინფექციის გამო, გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი).

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სამწყსოსათვის არამედ, გერმანიისა და ავსტრის ეპარქიის სამრევლოებისთვის, სადაც მისი ყოვლადუსამღვდელოესობა 2014 წლიდან მღვდელმთავრად მოღვაწეობდა.

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის, მისი სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ დაქვრივებული ეპარქიის სამწყსოს, სამღვდელო დასს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

აწ უკვე მარადისობის მკვიდრს, მადლი და წაყალობა არ მოაკლოს ჩვენმა უფალმა”.
ეპისკოპოსი დოსითეოსი

wenews.ge

Διαδώστε: