03 Ιουλίου, 2020

ერთად ავაშენოთ მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი

Διαδώστε:

ვარკეთილის მესამე მასივში, კალაუბნის ქუჩის ბოლოში, მდებარეობს მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ტაძარი. 2014 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით მიტროპოლიტმა თადეოზმა (იორამაშვილმა) აკურთხა ტაძრის საძირკველი. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა დეკანოზი გოჩა წიწილაშვილი. ჯერჯერობით აშენდა სამლოცველო, სადაც ყოველკვირეულად ლოცვა აღევლინება.

უსახსრობის გამო ამჟამად ტაძრის მშენებლობა შეჩერებულია. მშენებლობის დასახმარებლად შეიქმნა ფონდი “ერთსულოვნება”, რომლის რეკვიზიტია:

ლიბერთი ბანკი, GE98LB0115127572159000

მამა გოჩას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 593 11 78 88

ღმერთმა შეგიწიროთ ტაძრის მშენებლობისთვის გაღებული შესაწირი. მთავარანგელოზთა მფარველობა არ მოგკლებოდეთ.
ერთად ავაშენოთ ღვთის სადიდებელი ტაძარი.

— karibche.ambebi.ge

Διαδώστε: