11/12/2020 11/12/2020 ათონის მთის ვატოპედის საპატრიარქო და სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემის სამძიმრის წერილი დეკანოზ დავით ქვლივიძის ოჯახს   ჩემო საყვარელო ქრისტესმიერო შვილებო ირმა, ნინო, მარიამ, ანა და ელისაბედ! უფსკრულია უფლის მსჯავრი, ხოლო ეს ცხოვრება, მართლაც, აჩრდილი და სიზმარი. ტირილით იბადება ადამიანი ამქვეყნად და როდესაც მიდის, ისევ ცრემლები იღვრება. გახარებას ვერ ასწრებს და უკვე მწუხარება მოიცავს. ნეტარია...
11 Δεκεμβρίου, 2020 - 21:43
Τελευταία ενημέρωση: 11/12/2020 - 22:13

ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის წერილი მამა დავით ქვლივიძის ოჯახს

Διαδώστε:
ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის წერილი მამა დავით ქვლივიძის ოჯახს

ათონის მთის ვატოპედის საპატრიარქო და სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემის სამძიმრის წერილი დეკანოზ დავით ქვლივიძის ოჯახს

 

ჩემო საყვარელო ქრისტესმიერო შვილებო ირმა, ნინო, მარიამ, ანა და ელისაბედ!

უფსკრულია უფლის მსჯავრი, ხოლო ეს ცხოვრება, მართლაც, აჩრდილი და სიზმარი. ტირილით იბადება ადამიანი ამქვეყნად და როდესაც მიდის, ისევ ცრემლები იღვრება. გახარებას ვერ ასწრებს და უკვე მწუხარება მოიცავს. ნეტარია ის, ვინც მხოლოდ ღმერთზე ამყარებს გეგმებსა და სასოებას.

არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წუთისოფელი მოულოდნელი სინამდვილის წინაშე გვაყენებს. ალბათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თქვენს მეუღლესა და მამას, ხოლო ჩვენს საყვარელ ქრისტესმიერ ძმასა და თანამსახურს, მამა დავითს, უკანასკნელ გზაზე გავაცილებდი.

მამა დავითს ოციოდე წელია ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში დავახლოვდით. ყოველ წელს ჩამოდიოდა ათონზე, ხშირად ორჯერ და სამჯერ. ძალიან უყვარდა ღმრთისმსახურება, მცირე მწუხრსაც კი არასდროს დააკლდებოდა. წირვაზე ჩვენთან ერთად მთელი გულით ლოცულობდა.

მამა დავითი ჩემ ცნობიერებაში არის ქართველი კაცის სიმბოლო: ქრისტესმოყვარე, მართლმადიდებელი ეკლესიის უერთგულესი შვილი, უანგარო მწყემსი, ნამდვილი პატრიოტი, რომელსაც უყვარდა თავისი სამშობლოს წარსული და გული შესტკიოდა ხვალინდელ დღეზე, ჰქონდა მოხუცის სიბრძნე და ბავშვური უბრალოება, ძალიან თანაუგრძნობდა ადამიანებს, ყველა ეცოდებოდა, ყველას ეხმარებოდა, ყველას ანუგეშებდა, საკუთარი დაღლისა და ჯაფის ხარჯზე.

იმავდროულად (რაც ძალიან რთულია და იშვიათი), ყურადღებას არ აკლებდა თავის ოჯახს, როგორც მოციქული გვასწავლის, მეუღლესა და შვილებს არაფერს აკლებდა და, რაც მთავარია, ქრისტეს გზაზე მიუძღვებოდა. ასეთი კაცის დაკარგვა, რასაკვირველია, ადამიანურად თუ განვსჯით, ძალიან ძნელია ოჯახისთვისაც, სამშობლოსთვისაც და ეკლესიისთვისაც.

მაგრამ, ჩემო საყვარელო შვილებო, არ დაგავიწყდეთ, რომ მამა დავითი ცოცხალია, რამეთუ ადამიანი ღმერთის ხატი და მსგავსებაა, რაც პირველ რიგში, მის უკვდავებაში გამოიხატება. მისი სული ცოცხალია და იგი ჩვენთან ერთადაა.

მამა დავითს არაერთხელ გაუხსნია გული ჩემთვის, უთქვამს აღსარება, უკითხავს რჩევა, ამიტომ, ვიცი რა მისი ცხოვრება და გულისმიერი განწყობა, მინდა გითხრათ რომ, მის სინდისს არანაირი სასიკვდილო ცოდვა არ ამძიმებდა, ხოლო იმ შეცოდებებისგან, რომელიც, როგორც ადამიანს გააჩნდა, მოწამეობრივი ავადმყოფობით გაიწმინდა. და უფალი ლოცვაშიც გვაუწყებს იმას, რომ თავის წიაღში შეიწყნარებს მღვდელი დავითის სულს და მართალთა თანა განაწესებს.

დასასრულს, მინდა მას მივმართო:

„ჩვენო საყვარელო და განუმეორებელო მამაო და ქრისტესმიერო ძმაო დავით! ამ საშინელ წუთს გთხოვთ შენდობას, თუ რამე მე ან ჩემმა ძმებმა გაწყენინეთ, და ვლოცულობთ კაცთმოყვარე უფლის მიმართ, რომ ისევ შეგვახვედროს, ამჯერად სამოთხეში, და ზეციურ საკურთხეველში თანამსახურების ღირსი გაგვხადოს. მღვდლობა შენი მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.

ვატოპედის დიდი და წმინდა სავანის წინამძღვარი

+ არქიმანდრიტი ეფრემი

და ჩემთან ერთად ქრისტემიერი ძმები

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων