20 Μαρτίου, 2020

“ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება”

Διαδώστε:

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ზიარების წესთან დაკავშირებით გაჟღერებულ მოსაზრებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება. რაც შეეხება სააღდგომო მღვდელმსახურების წესს, მეუფემ განაცხადა, რომ ამაზე მომავალში ისაუბრებენ.

„ზიარების წესი არ იცვლება. ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება.

სააღდგომო ლიტურგიას რაც შეეხება, ამაზე აღდგომა რომ მოვა, მერე ვისაუბრებთ. ერთ რამეს ვერ ვიაზრებთ, რომ არის ერთი სულიერი, მარადიული ცხოვრება და არის წარმავალი განზომილება და ამის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. შეიძლება, რაღაც საკითხებში ემთხვეოდეს და რაღაც საკითხებში არა, მაგრამ ეკლესია მარადიულ ღირებულებებს ემსახურება”- განაცხადა მეუფემ.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფემ იოანე გამრეკელმა ქალაქის ქუჩები აკურთხა. მეუფემ სასულიერო პირებთან ერთად წყალკურთხევის რიტუალი ჩაატარა, რის შემდეგაც ავტომობილით ქალაქის ქუჩებში ნაკურთხი წყალი მოასხეს.

მეუფის განცახადებით, რიტუალი არსებული საფრთხის ფონზე, მოქალაქეების დასამშვიდებლად და დასაცავად ტარდება.

“ეკლესიის მისია არის აკურთხოს, მადლი მისცეს, გაამხნევოს ადამიანი და ღვთის მადლით დაცული ვიყოთ. ეს არ არის რაიმე ახალი წესი, ჩვენ სახლებს ვაკურთხებთ, ნაკურთ წყალს სახლში ვატანთ, ახლა ქალაქის მასშტაბით ვატარებთ კურთხევას, რადგან არის რაღაც განსაცდელი, ერში, ქვეყანაში, მსოფლიოში. ეკლესიის კურთხევით გავამხნევოთ ადამიანები, რომ ჩვენ განსაცდელში მარტო არ ვართ, უფალია ჩვენს შორის და უფალმა ისმინოს, შეგვეწიოს და დაგვიცვას ჩვენ თავისი მადლით”, -განაცხადა მეუფემ.

 

dogma.ge

Διαδώστε: