2024 წლის 15 ივლისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ჯანაშია.
აქსიოს! ვულოცავთ მამა გიორგის, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.