15/07/2020 15/07/2020 ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად, ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, წმიდა მარინეს, წმიდა კვირიკეს, წმიდა გიორგისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები გამოასვენა. ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძრამდე ქალაქის ცენტრალური ნაწილის გავლით სალიტანიო მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობაში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელო-ზემო...
15 Ιουλίου, 2020 - 15:12

ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება

Διαδώστε:
ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება

ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად, ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, წმიდა მარინეს, წმიდა კვირიკეს, წმიდა გიორგისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები გამოასვენა. ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძრამდე ქალაქის ცენტრალური ნაწილის გავლით სალიტანიო მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობაში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

ღვთისმშობლის კვართი და წმინდა ნაწილები საკათედრო ტაძარში საღამომდე იქნება დაბრძანებული. სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, მრევლს მათი მოლოცვის შესაძლებლობა ექნება.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან აღნიშნავენ. მორწმუნეები ამ დღეს ზუგდიდს უცხოეთიდან და საქართველოს ყველა ეპარქიიდან სტუმრობენ.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων