19 Νοεμβρίου, 2020

“თავად ვარ მონაწილე იმ ტკივილისა და შიშისა, რომელშიც ყველა იმყოფება”

Διαδώστε:

ახლა პირადად მე, როგორც მწყემსი, თავად გავდივარ იმ განსაცდელს, რომელსაც გადიან ჩვენი ძმები, ჩვენს სამშობლოში და მილიონობით ადამიანი მთელს სამყაროში. გავდივარ იმ ტკივილს, ტანჯვასა და შიშს, რომელსაც ყველა გადის და რომელსაც ღმრთისადმი რწმენით ყველანი გადავლახავთ“.

ამ სიტყვებით დაემშვიდობა ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი იერონიმე მეორე მის თანამშრომლებს, საავადმყოფოში გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე. მისმა უნეტარესობამ განაცხადა, რომ მოკრძალებით უნდა დავიცვათ ის ზომები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა: “რათა დავიცვათ ის უმაღლესი საჩუქარი, რაც გაგვაჩნია –  ჯანმრთელობა და სიცოცხლე.” – დასძინა უნეტარესმა იერონიმემ.

 

wenews.ge

Διαδώστε: