06/08/2020 06/08/2020 ჩვენი სასწავლებლის კურსდამთავრებულს – ელენე ზედგინიძეს მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა – საშვილოსნო-საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნის აგრესიული ფორმა. ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია, მაგრამ მოკლე ხანში მეორე ოპერაციის აუცილებლობა გამოიკვეთა. ახლა ელენე ემზადება ქიმიოთერაპიისა და მეორე ოპერაციისთვის. დეტალური ხარჯთაღრიცხვა არაა ცნობილი ჯერჯერობით. ვიცით მხოლოდ ის, რომ სენის შესაჩერებლად დიდი თანხაა საჭირო და დრო ცოტა გვაქვს. სამწუხაროდ, ოჯახს...
06 Αυγούστου, 2020 - 15:07

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია: ერთად დავეხმაროთ ელენეს

Διαδώστε:
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია: ერთად დავეხმაროთ ელენეს

ჩვენი სასწავლებლის კურსდამთავრებულს – ელენე ზედგინიძეს მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა – საშვილოსნო-საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნის აგრესიული ფორმა. ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია, მაგრამ მოკლე ხანში მეორე ოპერაციის აუცილებლობა გამოიკვეთა. ახლა ელენე ემზადება ქიმიოთერაპიისა და მეორე ოპერაციისთვის.

დეტალური ხარჯთაღრიცხვა არაა ცნობილი ჯერჯერობით. ვიცით მხოლოდ ის, რომ სენის შესაჩერებლად დიდი თანხაა საჭირო და დრო ცოტა გვაქვს. სამწუხაროდ, ოჯახს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა ამ პრობლემასთან გასამკლავებლად.

გავიხსენოთ, ვინც ხალხის თანადგომამ დაღუპვას გადაარჩინა, რამხელა სიკეთისა და ბედნიერების შემოქმედნი ვხდებით სამყაროს შემოქმედთან ერთად…

ელენე მონასტრულ ცხოვრებაზეც ფიქრობდა ერთხანს და მთელი წელი გაატარა მონასტრებში. ახლა ამბობს, რომ სასულიერო განათლება და მონასტერში მიღებული გამოცდილებაა მისთვის მთავარი საყრდენი, რისთვისაც მადლიერია უფლისა.

ელენეს მამა გარდაცვლილია, ხოლო დედამ ცოტა ხნის წინ ინსულტი და მძიმე ოპერაციები გადაიტანა. ამის შემდეგ დადგინდა ელენეს დიაგნოზი.

გვჯერა, ერთობით ელენეს დედას მეორედ ვაჩუქებთ ქალიშვილს!

ბოლო ხანებში მედიკოსებისაგან ხშირად გვესმის საიმედო ფრაზა, რომ „სიმსივნე განაჩენი არაა“! მოდით, ყველამ – ვის თვალსა და ყურსაც ეს ამბავი მისწვდება – ერთად დავუმტკიცოთ ელენეს, რომ „სიმსივნე განაჩენი არაა“!

ანგარიში საბანკო:

თიბისი ბანკი – GE43TB7675645064300018 (მიმღები – ელენე ზედგინიძე).

საქართველოს ბანკი – GE77BG0000000162622640 (მიმღები – ნინო ზედგინიძე).


tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων