17/07/2020 17/07/2020 თურქეთის ხელისუფლება აია-სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვების ჩატარების საკითხს განიხილავს. ამისთვის სავარაუდოა, რომ დამონტაჟდება ისეთი განათება, რომლის მეშვეობითაც ქრისტიანული მოზაიკები და ფრესკები ნამაზის დროს არ გამოჩნდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსთან და რელიგიის სამმართველოსთან ერთად, აია-სოფიას ტაძარში პირველი ნამაზის ჩასატარებლად 24 ივლისს ემზადება. კიდევ ერთ ვარიანტად განიხილება...
17 Ιουλίου, 2020 - 19:14
Τελευταία ενημέρωση: 17/07/2020 - 19:15

თურქეთის ხელისუფლება აია-სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვების ჩატარებისთვის ემზადება

Διαδώστε:
თურქეთის ხელისუფლება აია-სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვების ჩატარებისთვის ემზადება

თურქეთის ხელისუფლება აია-სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვების ჩატარების საკითხს განიხილავს. ამისთვის სავარაუდოა, რომ დამონტაჟდება ისეთი განათება, რომლის მეშვეობითაც ქრისტიანული მოზაიკები და ფრესკები ნამაზის დროს არ გამოჩნდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსთან და რელიგიის სამმართველოსთან ერთად, აია-სოფიას ტაძარში პირველი ნამაზის ჩასატარებლად 24 ივლისს ემზადება. კიდევ ერთ ვარიანტად განიხილება მოზაიკებისა და ფრესკების ფარდებით დაფარვა მუსლიმური მსახურების დროს.

ტურისტებისთვის კი სპეციალური დერეფნების მოწყობა იგეგმება, რათა მათ ლოცვის დროს ფეხი არ დაადგან მლოცველების ხალიჩებს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

— dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων