08/01/2021 08/01/2021 ქრისტეს შობის დღესასწაულზე მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც იმყოფებოდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი, რომელიც მღვდელმთავარმა მიიღო და დალოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუის-ურბნისის ეპარქიის პრეს-ცენტრი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,დღეს, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დილის 10:00 საათზე,...
08 Ιανουαρίου, 2021 - 15:50

“თქვენი ლოცვით მე გამოვკეთდი და გამოვჯანმრთელდი”- მიტროპოლიტი იობი

Διαδώστε:
“თქვენი ლოცვით მე გამოვკეთდი და გამოვჯანმრთელდი”- მიტროპოლიტი იობი

ქრისტეს შობის დღესასწაულზე მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც იმყოფებოდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი, რომელიც მღვდელმთავარმა მიიღო და დალოცა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუის-ურბნისის ეპარქიის პრეს-ცენტრი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,დღეს, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დილის 10:00 საათზე, რეგულაციების სრული დაცვით დაიწყო საზეიმო საღმრთი ლიტურგია, რომელიც აღასრულა მისმა ყოვლადსამღვდელო მეუფებამ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა.

წირვის განსრულების შემდგომ, მღვდელმთავარმა იქადაგა შობის წმიდა დღესასწაულთან დაკავშირებით და დალოცა ჩვენს ეპარქიაში სტუმრად მყოფი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი, კლინიკის სხვა თანამშრომლებთან ერთად.

მღვდელმთავარმა მადლობა გადაუხადა ეპარქიის მრევლსა და ჩამოსულ სტუმრებს. გთავაზობთ ამონარიდს მიტროპოლიტ იობის ქადაგებიდან: ,,ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მე მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენს წმიდა ლოცვებში მოხსენიებისათვის. ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს და მე მჯერა, რომ სწორედ თქვენი ლოცვით მე გამოვკეთდი და გამოვჯანმრთელდი და ასევე დღევანდელ დღეს ჩვენ ძალიან გვახარებს იმ საავადმყოფოს დირექტორის ჩვენთან ყოფნა, ბატონ ლევან რატიანის, რომლის ძალისხმევითაც მე მჯერა, რამეთუ ექიმებიც ღვთისაგან არიან, მე გამოვჯანმრთელდი…

და მე ვმადლობ ასევე უფალს, რომ ბატონი ლევანი დღეს ჩვენთან ერთად არის, ესწრება შობის წმიდა ლიტურგიას. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და შობის მადლი და სიხარული მიჰფინოს მას და თავის ოჯახს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი!”.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბერში მიტროპოლიტმა იობმა დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია.
wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων