14/11/2019 14/11/2019 საქართველო, მიყვარხარ, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს და ასი ათასი მოწამის ხსენების დღე მიულოცა. მეტეხის ხიდზე შეკრებილმა მრევლმაც პატრიარქს უპასუხა შეძახილით – გვიყვარხარ. ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თბილისში ანჩისხატის სახელობის ეკლესიიდან მეტეხის ხიდამდე სტუდენტების მსვლელობა გაიმართა. მეტეხის ხიდზე კი მორწმუნეებმა მტკვარში სიმბოლურად...
14 Νοεμβρίου, 2019 - 22:51
Τελευταία ενημέρωση: 14/11/2019 - 22:55

ილია მეორემ მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა – საქართველო, მიყვარხარ

Διαδώστε:
ილია მეორემ მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა – საქართველო, მიყვარხარ

საქართველო, მიყვარხარ, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს და ასი ათასი მოწამის ხსენების დღე მიულოცა.

მეტეხის ხიდზე შეკრებილმა მრევლმაც პატრიარქს უპასუხა შეძახილით – გვიყვარხარ.

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თბილისში ანჩისხატის სახელობის ეკლესიიდან მეტეხის ხიდამდე სტუდენტების მსვლელობა გაიმართა. მეტეხის ხიდზე კი მორწმუნეებმა მტკვარში სიმბოლურად ყვავილები ჩაუშვეს.

მანამდე კი, მეტეხის ხიდზე ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს. საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას.

გადმოცემის თანახმად, ამ დღეს 100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων