19/12/2019 19/12/2019 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წმინდა ნიკოლოზის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეულია წმინდათა შორის. მას ეწოდება სწრაფად შემწე. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელი მსოფლიოს მფარველია. წმინდა ნიკოლოზს ვუწოდებთ ყოველთა ქართველთა დიდ კათოლიკოს-პატრიარქს. მინდა, შეგახსენოთ, რომ...
19 Δεκεμβρίου, 2019 - 11:54

ილია მეორემ მრევლს ნიკოლოზობა მიულოცა

Διαδώστε:
ილია მეორემ მრევლს ნიკოლოზობა მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა.

ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წმინდა ნიკოლოზის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეულია წმინდათა შორის. მას ეწოდება სწრაფად შემწე. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელი მსოფლიოს მფარველია. წმინდა ნიკოლოზს ვუწოდებთ ყოველთა ქართველთა დიდ კათოლიკოს-პატრიარქს. მინდა, შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი კარგავს იმედს და თავს იკლავენ. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, შეეწიოს ყველა გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზმა დაგლოცოთ თქვენ და ყველა ადამიანი, განსაკუთრებით გაჭირვებული ადამიანები“, – განაცხადა ილია მეორემ.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων