06/02/2020 06/02/2020 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „3 თებერვალს, ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად. აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის – ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, ქალბატონ მაგულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგინი და მარადიული...
06 Φεβρουαρίου, 2020 - 16:57

ილია მეორე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

Διαδώστε:
ილია მეორე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„3 თებერვალს, ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად.

აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის – ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, ქალბატონ მაგულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგინი და მარადიული ნეტარება მიანიჭოს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ჭირსა შინა სიმტკიცე.
თქვენ სიცოცხლე და ლოცვითი შეწევნა ძალიან სჭირდებათ იმქვეყნად წასულ თქვენს ახლობლებს, განსაკუთრებით 40 დღის განმავლობაში. გამხნევდით და გაძლიერდით!

ამასთან, ვთხოვთ მეუფე ანტონს, ეპარქიის სამღვდელოებამ თავის თავის მოსახსენიებელში შეიტანოს გარდაცვლილთა სახელები“,- აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων