06 Ιουνίου, 2019

ილია მეორე ბოდბეში ახლად აშენებულ წმინდა ნინოს ტაძარს აკურთხებს

Διαδώστε:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, კვირას, ბოდბეში მიდის, რათა ახლად აშენებული წმინდა ნინოს ტაძარი აკურთხოს, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა.

მისივე თქმით, პატრიარქი ბოდბის წმინდა ნინოს ტაძარში წირვას აღავლენს.

„მინდა შეგახსენოთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, კვირას მიემგზავრება ბოდბეში, სადაც ამ კვირას იკურთხება ახლად აშენებული შესანიშნავი წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში და მისი უწმინდესობა იქ წირვას აღავლენს ამ მოვლენასთან დაკავშირებით, – განაცხადა მეუფე შიომ.

IPN

Διαδώστε: