28/05/2019 28/05/2019 აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს მედიას დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო. განცხადებაში პატრიარქი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების ანალიზი ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვა სხვა ძალას სურს და ეს დაუშვებელია, “ასევე მივმართავთ...
28 Μαΐου, 2019 - 12:00

ილია მეორე გარეჯში შექმნილ მდგომარეობაზე – აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს

Διαδώστε:
ილია მეორე გარეჯში შექმნილ მდგომარეობაზე – აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს

აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს მედიას დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო.

განცხადებაში პატრიარქი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების ანალიზი ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვა სხვა ძალას სურს და ეს დაუშვებელია,

“ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებებისამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს.

თავის მხრივ, საქართველოს ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში”, – აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.

karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων