14 Οκτωβρίου, 2020

ილია მეორე: დაფუძნდა ფონდი „მოწყალე სამარიტელი“ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად

Διαδώστε:

Georgian Patriarch Ilia II attends a Good Friday religion service at Holy Trinity cathedral in Tbilisi, Georgia April 14, 2017. REUTERS/David Mdzinarishvili - RC136520EA60

საქართველოს პატრიარქის ეგიდით, საქველმოქმედო ფონდი „მოწყალე სამარიტელი“ დაფუძნდა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოველის ტაძარში ქადაგების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დაფუძნდა ფონდი „მოწყალე სამარიტელი“ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ვისაც სურს მიიღოს მონაწილეობა, თვეში შემოიტანს ამ ფონდში ერთ ლარს. იმედი მაქვს, რომ ეს ფონდი დაეხმარება გაჭირვებულ სტუდენტებს, გაჭირვებულ ხალხს“, – განაცხადა ილია მეორემ.

მან მრევლს სვეტიცხოვლობა კიდევ ერთხელ მიულოცა. „კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. ეს არის საოცარი დღესასწაული, ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლის მიღება. მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი. იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი და მთელი მსოფლიოსი“, – განაცხადა ილია მეორემ.


imedinews.ge

Διαδώστε: