02/01/2020 02/01/2020 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ყველას ულოცავს შობა-ახალ წელს. პატრიარქი საახალწლო მილოცვაში მშობლების, უფროსების პატივისცემაზე ამახვილებს ყურადღებას. „დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას, ერთმანეთს ბედნიერებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის. „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი...
02 Ιανουαρίου, 2020 - 18:17
Τελευταία ενημέρωση: 02/01/2020 - 18:18

ილია მეორე – დღეს ჩვენ ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე

Διαδώστε:
ილია მეორე – დღეს ჩვენ ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ყველას ულოცავს შობა-ახალ წელს.

პატრიარქი საახალწლო მილოცვაში მშობლების, უფროსების პატივისცემაზე ამახვილებს ყურადღებას.

„დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას, ერთმანეთს ბედნიერებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის.

„პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ – ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში.

უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის.

მე მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ბედნიერებას გისურვებთ. კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, – აღნიშნავს ილია მეორე მილოცვაში.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων