03 Φεβρουαρίου, 2020

ილია მეორე: მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო

Διαδώστε:

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კორონავირუსზე საუბრობს და მრევლს კურთხევას აძლევს, კარ-მიდამოსა და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ.
„გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო. ზოგიერთმა დაარქვა მას სიკვდილის ვირუსი. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარმიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი“, – ამბობს პატრიარქი.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემების თანახმად, 2 თებერვლის მდგომარეობით, ჩინეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის შედეგად 361 ადამიანი გარდაიცვალა.

ილია მეორე: მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო

https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2020/02/2020_02_03_iliameoregeonlineaudioconverterco_lleu11x0.34w.mp3?_=1

sputnik-georgia.com

Διαδώστε: