20 Μαρτίου, 2020

იმსჯელებს თუ არა სინოდი ზიარების ახალ წესზე, არ კონკრეტდება

Διαδώστε:

20 მარტს, წმინდა სინოდი ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

„სხდომაზე ზოგადად ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას განიხილავენ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა ეკლესია რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის ზიარების წესთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს, 12:00 საათზე, სინოდის სხდომა ჩაინიშნა.

 

dogma.ge & ipn.ge

Διαδώστε: