20/09/2019 20/09/2019 რუსლან აუშევი, ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ქართველი და ინგუში ხალხის მეგობრობის უპრეცედენტო მაგალითს აქვეყნებს. როგორც ბატონი რუსლანი წერს – ინგუშების რამდენიმე ოჯახმა დონის როსტოვში მშენებარე ქართულ ეკლესიას საკუთარი მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადასცა. გთვაზობთ აუშევის პოსტს სრულად: „ქალაქ დონის როსტოვში ქართველების დიდი დიასპორა ცხოვრობს, რომელთა რაოდენობა ათეულ ათასს აღწევს (ღმერთმა ქნას მილიონამდე გამრავლდნენ). როსტოველი...
20 Σεπτεμβρίου, 2019 - 15:09

ინგუშებმა ქართულ დიასპორას ეკლესიის ასაშენებლად მიწები აჩუქეს – რუსლან აუშევის გულისამაჩუყებელი პოსტი

Διαδώστε:
ინგუშებმა ქართულ დიასპორას ეკლესიის ასაშენებლად მიწები აჩუქეს – რუსლან აუშევის გულისამაჩუყებელი პოსტი

რუსლან აუშევი, ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ქართველი და ინგუში ხალხის მეგობრობის უპრეცედენტო მაგალითს აქვეყნებს. როგორც ბატონი რუსლანი წერს – ინგუშების რამდენიმე ოჯახმა დონის როსტოვში მშენებარე ქართულ ეკლესიას საკუთარი მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადასცა. გთვაზობთ აუშევის პოსტს სრულად:

„ქალაქ დონის როსტოვში ქართველების დიდი დიასპორა ცხოვრობს, რომელთა რაოდენობა ათეულ ათასს აღწევს (ღმერთმა ქნას მილიონამდე გამრავლდნენ). როსტოველი ქართველების უხუცესებმა გადაწყვიტეს, ქალაქში ქართული მართმადიდებლური ეკლესია აეშენებინათ. გააკეთეს ესკიზი, სამუშაო პროექტი, რომელიც უმოკლეს ვადებში არქიტექტორებმა წარმატებით განხორციელეს. მათ ეკლესიისთვის შეარჩიეს და გამოისყიდეს საუკეთესო ადგილი როსტოვის ცენტრში, ბოდრაიას ქუჩაზე. თუმცა ქალაქის ხელისუფლებამ პროექტი მხოლოდ იმ მიზეზით არ დაამტკიცა, რომ მიწის ფართობი ეკლესიის არქიტექტურული გადაწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველთა სამწუხაროდ, ეკლესიის ასაშენებლად ქალაქში ვერ მოიძებნა შესაფერისი თავისუფალი ფართობი, რადგანაც იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.

გამოსავალი იყო მხოლოდ ერთი – ეკლესია ქალაქგარეთ უნდა გადაეტანათ, თუმცა აქაც პრობლემა შეიქმნა, რადგან ქართული ეკლესიის მრევლის უმეტესი ნაწილი ასაკოვანი ადამიანები არიან. მათ კი ძალიან გაუჭირდებოდათ ქალაქგარეთ სიარული. ამ ყველაფერმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე მშენებლობის სპონსორებს.

მოგვიანებით, ქართველებმა გაარკვიეს, რომ ქალაქის ცენტრში, ეკლესიისთვის თავდაპირველად მონიშნული ტერიტორიის მიმდებარედ, რამდენიმე ინგუშის ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც საჭირო მიჭის ნაკვეთებს ფლობდნენ. ინგუშებმა შეიტყვეს ქართველების პრობლემის შესახებ. შეიტყვეს ისიც, რომ ეკლესია არ შენდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად არ იყო მიწის საკმარისი ფართობი.

და მოხდა სასწაული – ინგუშების ყველა ოჯახმა ქართველთა დიასპორას საკუთარი მიწის ნაკვეთები უანგაროდ გადასცეს – აჩუქეს!

შედეგად: როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება და სულ მალე მართლმადიდებლურ ტაძარში ქართველი მოძღვრები წირვა-ლოცვას აღავლენენ!

ასეც ხდება, როცა ადამიანებისთვის ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა ჭეშმარიტი მეგობრობა დგას.

ეს კეთილშობილური საქციელი ნუ გაგაოცებთ – ეს არის ურთიერთპატივისცემა, რომელიც ქართველ და ინგუშ ხალხს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. ქართველებმა ხომ საკუთარი ერთგულება და სიყვარული არაერთხელ დაუმტკიცეს ინგუშებს მათთვის უმძიმეს წლებში.

მე არ დავასახელებ იმ უნგუში ოჯახების გვარებს, ვინც უანგარო სიკეთე გაიღო – არ დავასახელებ, რადგან მათ ასე ისურვეს.

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს ისინი, უფალმა აჩუქოს ღირსეული შთამომავლობა!“

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων