22 Νοεμβρίου, 2024

ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვის

Διαδώστε:

ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული გიორგობა, რომელიც აღინიშნება 23 ნოემბერს. მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.

ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

დღესასწაულზე, თბილისის სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი “ბეიჯები”.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 987 055.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა – 2024 წლის 22 ნოემბერი

sazu.ge

Διαδώστε: