ინფორმაცია წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით
![ინფორმაცია წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2019/06/hq-1024x560.jpg)
ა.წ. 1 ივნისს იწყება აღნიშვნა საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს, ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავისა. ამასთან დაკავშირებით ხვალ, შაბათს, 10:00 საათზე მღვდელმთავრების მონაწილეობით წირვა დაიწყება ახალქალაქის რაიონის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე და საქართველოს ყველა ეკლესიაშიც.
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და გამობრძანებული იქნება წმინდა ნინოს ჯვარი.
9 ივნისს, კვირა დღეს, 10:00 საათზე, ასევე საზეიმო წირვა ჩატარდება ახლა უკვე ბოდბეში, სადაც იკურთხება და გაიხსნება წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებული ეკლესია.
ღმერთმა დაგლოცოთ და წმ. ნინოს მეოხებით უფალმა მშვიდობა არ მოუშალოს სრულიად საქართველოს.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.