11/01/2020 12/01/2020 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ა(ა)იპ „კავშირი ძველი საქართველო“ – ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 2019 წელს ა(ა)იპ „კავშირი ძველი საქართველო“- ს ხუთკაციანმა სარესტავრაციო ჯგუფმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფხში, იფხის წმ გიორგის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების განახორციელა, რომელსაც დავით გაგოშიძე ხელმძღვანელობდა. შესრულებული ფიზიკური სამუშაოების ფარგლებში დაზიანებულ კედლის მხატვრობაზე გატარდა ყველა ის...
11 Ιανουαρίου, 2020 - 17:24
Τελευταία ενημέρωση: 12/01/2020 - 11:05

იფხის წმ გიორგის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობის კონსერვაცია

Διαδώστε:
იფხის წმ გიორგის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობის კონსერვაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ა(ა)იპ „კავშირი ძველი საქართველო“ – ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 2019 წელს ა(ა)იპ „კავშირი ძველი საქართველო“- ს ხუთკაციანმა სარესტავრაციო ჯგუფმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფხში, იფხის წმ გიორგის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების განახორციელა, რომელსაც დავით გაგოშიძე ხელმძღვანელობდა. შესრულებული ფიზიკური სამუშაოების ფარგლებში დაზიანებულ კედლის მხატვრობაზე გატარდა ყველა ის საკონსერვაციო ქმედება, რაც განსაზღვრული იყო კვლევის შედეგად. სამუშაოების უმეტესობა მიმართული იყო მოხატულობის გრძელვადიანი დაცულობის და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. საკონსერვაციო სამუშაოები შესრულდა, როგორც ეკლესიის ინტერიერში, კედლებზე, კამარასა და კანკელზე, ასევე ექსტერიერში არსებულ საფასადე მხატვრობაზე. ფიზიკური სამუშაოები განხორციელდა წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით (გარკვეული სამუშაო პროცესების ჩატარება მოხდა პარალელურ რეჟიმში): √ ზედაპირული მტვრის მოცილება; √ ფრინველის სკორესა და ბუდეების მოცილება; √ მოხატულობის მექანიკური გაწმენდა და აფურცლული და გაფხვიერებული საღებავის ფენის გამაგრება; √ საფუძველს მოცილებული ბათქაშის წინასწარი გამაგრება და ინექტირება; √ ბათქაშის ქიმებისა და ნაკლული ადგილების გამაგრება; √ ცემენტის მოცილება; √ ჭვარტლისა და გვიანი ჩარევების მოცილება; √ ვანდალური წარწერების ჩაქრობა; √ ბიოლოგიური დაზიანების დამუშავება.

 

— heritagesites.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων