25/11/2019 25/11/2019 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო გატაცებებს საოკუპაციო ხაზთან, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, საპატრიარქოს აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული...
25 Νοεμβρίου, 2019 - 22:02

კათოლიკოს-პატრიარქი ელჩებს შეხვდა

Διαδώστε:
კათოლიკოს-პატრიარქი ელჩებს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო გატაცებებს საოკუპაციო ხაზთან, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, საპატრიარქოს აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უკანონოდ დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად.

პატრიარქმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულ, პატრიარქის ნათლულების გუნდმა „მრავალჟამიერ“ პატრიარქის რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საპატრიარქოში 36 ელჩი იყო მოსული. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს პატრიარქისა და ეკლესიის როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ განვუცხადეთ, რომ ეკლესია მუდამ მზად არის, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ ფორმატში უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს საელჩოსთან. მცირედ შევეხეთ ბოლო ვიზიტებს, რომელიც არ გაშუქებულა სათანადოდ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხალხის გატაცებასთან და ჩვენ ვიცით, რომ ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ახლაც პატიმრობაშია. ამის შესახებ ბრიუსელშიც ვთხოვეთ, რომ ყველა ღონე იხმარონ, რათა დამთავრდეს ეს გაუგონარი მტაცებლობა, ხალხის დატყვევება და აქაც, დღესაც კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ეს არის უმთავრესი პრობლემა საქართველოსი“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων