09/03/2020 09/03/2020 ზიარება რომ ინფექციური ეპიდემიებისა და ადვილად გადამდები დაავადებების გავრცელებას უწყობდეს ხელს, ამ გზით უპირველესყოვლისა, ყველაზე ხშირად, უფრო მეტიც, მასობრივად უნდა ავადდებოდნენ თავად მართლმადიდებელი ღვთისმსახურები. ამის შესახებ თეოლოგი, პროფესორი თეიმურაზ ბუაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს. “ლიტურგიული მსახურებისას მღვდელი საშუალოდ რამდენიმე ათეულ მორწმუნეს აზიარებს. ერთ-ერთი მათგანიც რომ დაავადებული იყოს გადამდები სენით, მის პირში ნამყოფი კოვზი...
09 Μαρτίου, 2020 - 17:10
Τελευταία ενημέρωση: 09/03/2020 - 17:11

“კარგი იქნება, თუ ეს პროცედურა ყველა ეკლესიაში სავალდებულო გახდება”

Διαδώστε:
“კარგი იქნება, თუ ეს პროცედურა ყველა ეკლესიაში სავალდებულო გახდება”

ზიარება რომ ინფექციური ეპიდემიებისა და ადვილად გადამდები დაავადებების გავრცელებას უწყობდეს ხელს, ამ გზით უპირველესყოვლისა, ყველაზე ხშირად, უფრო მეტიც, მასობრივად უნდა ავადდებოდნენ თავად მართლმადიდებელი ღვთისმსახურები. ამის შესახებ თეოლოგი, პროფესორი თეიმურაზ ბუაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს.

“ლიტურგიული მსახურებისას მღვდელი საშუალოდ რამდენიმე ათეულ მორწმუნეს აზიარებს. ერთ-ერთი მათგანიც რომ დაავადებული იყოს გადამდები სენით, მის პირში ნამყოფი კოვზი ბარძიმში მოხვდება; ზიარების დასრულების შემდეგ კი, მღვდელმსახური იძულებულია, იგივე კოვზით ბარძიმში დარჩენილი უფლის სისხლი და ხორცი თავად მიიღოს, რადგან მათი გადაღვრა არ შეიძლება. ვინმეს, ოდესმე, გაუგია, რომ მღვდელმსახურები განსაკუთრებულად ხშირად, სტატისტიკურად შესამჩნევი გადამეტებული სიხშირით ავადდებოდნენ გრიპებით, სტომატიტით, ტუბერკულოზით, C ჰეპატიტით და ა. შ. ?!
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესიამ ყურადღება არ მიაქციოს კორონავირუსთან დაკავშირებით წარმოშობილ შიშებს. ეკლესიაში რეგულარულად სიარული და ზიარება 90-იანი წლებიდან დავიწყე. მაშინ თბილისის წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიაში დავდიოდი. მახსოვს მამა არჩილი (მინდიაშვილი) თითოეული მორწმუნის ზიარების შემდეგ სპეციალური ბაღდადით გულმოდგინედ აწმენდინებდა კოვზს მის გვერდით მდგომ სტიქაროსანს. ამას ვირუსებისგან თავის დაცვის მიზნით არ აკეთებდა, მაშინ არავინ ლაპარაკობდა ამაზე. ამბობდა, რომ უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარებისთვის მიახლებულ მორწმუნეს არ ეგების არასასიამოვნო განცდები გაუჩნდეს კოვზი მანამდე სხვა ადამიანის პირში რომ ოყოო. ბევრი თვალსაზრიდით ძალიან კარგი იქნება, თუ ეს პროცედურა საყოველთაო და სავალდებულო გახდება ჩვენს ეკლესიაში.
როგორც მითხრეს, ირლანდიაში კათოლიკურმა ეკლესიამ ზიარება შეაჩერა კორონავირუსთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია. თუ, ოდესმე, მომავალში, მთავრობები ინფექციური ეპიდემიების გავრცელების საშიშროების წარმოშობისას, გადაწყვეტენ, რომ ქრისტიანებს ეკლესიაში შეკრება და ზიარება აუკრძალონ, ქრისტიანების დევნის ეპოქა ხელახლა დაიწყება. მათ დევნას დაუწყებენ ფანატიზმის საბაბით, ვითომდა ისინი სხვების ჯამრთელობასა და კეთილდღეობას არაფრად აგდებენ. ანალოგიური საბაბით დევნიდა ბრბო ქრისტიანებს ძველ რომშიც. მაშინ ქრისტიანებს ქრისტეს რწმენის გამო კი არ სჯიდენ, არამედ იმ მიზეზით, რომ ისინი მსხვერპლს არ სწირავდნენ ტრადიციულ ღმერთებს და ამით, ვითომდა, ანაწყენებდნენ მათ და რისკის ქვეშ აყენებდნენ იმპერიაში მცხოვრები ხალხების კეთილდღეობას” – წერსა თეიმურაზ ბუაძე.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων