10 Δεκεμβρίου, 2020

კვიპროსზე შობის დღესასწაულზე ტაძრებში მხოლოდ სამღვდელოება იქნება

Διαδώστε:

ექსპერტთა რჩევის საფუძველზე, კვიპროსის მინისტრთა საბჭომ, სხვა საკითხებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ყველა სახის ღვთისმსახურება შესრულდეს იერარქთა და სასულიერო პირთა მიერ, მორწმუნეთა დასწრების გარეშე.

მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით მხოლოდ ნათლისღებისა და ქორწინების საიდუმლოებათა შესასრულებლად მიეცეს ტაძრებს ნება, დაუშვან მაქსიმუმ ათი მორწმუნე.

გადაწყვეტილება ხვალ, 2020 წლის 11 დეკემბერს შევა ძალაში და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ქრისტეს შობას ტაძრებში მხოლოდ სამღვდელოება იქნება.

განკარგულება ხელმოწერისთვის გადაეცა კვიპროსის პრეზიდენტს.

 

wenews.ge

Διαδώστε: