25/10/2019 25/10/2019 სოციალური ქსელით შემთხვევით გავიგე ავარიაში მამა ზურამ გოგიტიძის დაღუპის ამბავი. რას ვიფიქრებდი… სულ ცოტა ხნის წინ “კარიბჭისთვის” ინტერვიუ ჩავწერეთ და ჟურნალში გამოქვეყნებას გულმოდგინეთ ელოდა… შენდობას ვითხოვ მამა ზურაბის სპეტაკი სულის წინაშე, მისი გულიდან ამოსული სიტყვების გამოქვეყნება გარდაცვალების შემდეგ რომ ხდება. ღმერთმა სასუფელევი დაგიმკვიდროთ მამაო… ჩვენთვის კვლავაც ილოცეთ… თვალწინ მიდგას მამა ზურაბის უბრალო და დიდბუნებოვანი სახე....
25 Οκτωβρίου, 2019 - 10:44
Τελευταία ενημέρωση: 25/10/2019 - 10:45

კვლავაც დაგვლოცეთ, მამა ზურაბ…

Διαδώστε:
კვლავაც დაგვლოცეთ, მამა ზურაბ…

სოციალური ქსელით შემთხვევით გავიგე ავარიაში მამა ზურამ გოგიტიძის დაღუპის ამბავი. რას ვიფიქრებდი… სულ ცოტა ხნის წინ “კარიბჭისთვის” ინტერვიუ ჩავწერეთ და ჟურნალში გამოქვეყნებას გულმოდგინეთ ელოდა… შენდობას ვითხოვ მამა ზურაბის სპეტაკი სულის წინაშე, მისი გულიდან ამოსული სიტყვების გამოქვეყნება გარდაცვალების შემდეგ რომ ხდება. ღმერთმა სასუფელევი დაგიმკვიდროთ მამაო… ჩვენთვის კვლავაც ილოცეთ…
თვალწინ მიდგას მამა ზურაბის უბრალო და დიდბუნებოვანი სახე. ისეთი, როგორიც ჩემს სულს ესადაგება. პირადულზე საუბარს თავს არიდებდა… ხათრი ვეღარ გამიტეხა და ტაძრის მშენებლობით დავიწყეთ საუბარი, ვინძლო ხალხმა წაიკითხოს და ჩვენი ტაძრის კარი შემოაღოსო… ვკითხე,-წმინდა ვახტანგ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ბრძანებით? -წინამძღვარიც მე ვარ და უკანამძღოლიცო,-იუმორით მომიგო. გულიანად გავიცინეთ და მამაშვილური საუბარიც შედგა.

-დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, N192 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი. ეს ტერიტორია 2011 წელს გადმოგვცა, – მითხრა მამა ზურაბმა.

 

-ტაძრის მშენებლობა შემდეგ დაიწყეთ?

-2008 წელს დავიწყეთ. მანამდე სკოლის ეზოში, სადაც დღესაც ნიშია, იქ პარაკლისებს ვატარებდით. თავიდან იქ უნდა აშენებლიყო ეკლესია. პროექტი არსებობდა, მაგრამ რატომღაც არ აშენდა იქ ტაძარი, მაშინ მღვდელი არ ვიყავი. დიაკვნის ხარისხი მქონდა. დიდუბეში, პანთეონთან მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში ვმსახურობდი. წლები რომ გავიდა და აღარ აშენდა უხერხულად ვიგრძენი თავი და სურვილი გამიჩნდა მშენებლობა გამეგრძელებინა. ტაძრის ფიზიკური მშენებლობა არ დაწყებულა, შეკრება მოხდა და მსჯელობა თუ როგორ დაგვეწყო მშენებლობა. 2003 წელს უკვე მღვდელი ვიყავი სამტრედიის ქუჩაზე მდებარე ტაძარში ვმსახურობდი. დაახლოებით ორი წელი ვიყავი წინამძღვარი. თავიდან მე და მამა ანტონი ვიყავით. მერე მამა მალხაზ კუმელაშვილიც მოვიდა. მამა ზურაბ გრიგალაშვილიც შემოგვიერთდა. მამა ანტონის გარდაცვალების მერე ორი წელი მე ვიყავი წინამძღვარი იქაც, აქაც ორ ტაძარში ვმსახურობდი. წმინდა ვახტანგ გორგასლის ტაძრის ვაკურთხევის შემდეგ აქეთ გადმოვედი წინამძღვრად.

 

-მამაო, როგორ დაიწყო ტაძრის მშენებლობა?

-დაიწყო ასე… სურვილი გამიჩნდა მიტოვებული ტაძრის მშენებლობისთვის ყურადღება მიმექცია. მეც ამავე უბანში ვცხოვრობ. პარაკლისების გადახდა დავიწყეთ. ტაძრის ასაშენებელი თანხა არ გვქონდა, მაგრამ ლოცვა ხომ შეგვეძლო. პირველი პარაკლისი 2008 წელს ჩავატარეთ. ორი თუ სამი ადამიანი ესწრებოდა. თანდათან მრევლის რაოდენობამაც იმატა.

 

-მამაო, ნიშის ადგილას აშენდა ტაძარი?

-არა, ტაძარი სხვა ადგილას აშენდა, თუმცა ახლაც ვატარებთ იქ პარაკლისებს. 2008 წელს რომ დავიწყეთ პარაკლისების ჩატარება ხალხის რაოდენობამ ისე იმატა გვიკვირდა კიდეც. ხანდახან 100-150 კაცი მოდიოდა. ზეთის ცხება, ქადაგება, პარაკლისი ზამთარ-ზაფხულ ღია ცის ქვეშ განუწყვეტლივ მიმდინარეობდა.
ჩვენ სხვა არაფერი გვქონა. არც ფული გვქონდა და არაფერი. დიდი მლოცველი არ ვარ, მაგრამ ვცდილობდი ლოცვით ტაძრის მშენებლობას შევწეოდი. 2011 წელს, ჯვართამაღლებას, ხუთი ჯვარი აღვმართედ ტაძრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე. ჯვრებით შემოვზღუდეთ ეს ადგილი. ერთი ჯვარი, სადაც ახლა საკურთხეველია იქ დავაბრძანეთ და რამდენიმე სასულიერო პირმაპარაკლისი გადავიხადეთ. ერთი თვის მერე, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს კი დავიწყეთ საძირკვლის გათხრა, ხელით. არ გვქონდა ფული, უბრალოდ ხალხმა ნიჩბები მოიტანა და ხელით საძირკვლის გათხრას შევუდექით. თითქმის ნახევარი ხელით გავთხარეთ. მერე ტექნიკით გაგვიწიეს დახმარება. დროთა განმავლობაში საამშენებლო მასალაც გამოჩნდა. რაღაც გვაჩუქეს, რაღაც ვისესხეთ. ფაქტიურად არ გავჩერებულვართ. პროფესიით ინჟინერი ვარ და ცოტა მესმის.

12 დეკემბერს, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს უწმინდესთან ლოცვაზე მივედი, რათა მეთხოვა ტაძრის საძირკვლის კურთხვა. უწმინდესისგან ლოცვა-კურთხევა გამოვითხოვე და მეუფე იაკობმა ჩვენი ტაძრის საძირკველი აკურთხა. იმ საღამოს მრევლთან ერთად სევტიცხოველში ვახტანგ გორგასლის საფლავთან პარაკლისი ჩავატარეთ . მეორე დღეს, წმინდა მეფის ხსენების დღეს კი მოხდა საძირკვლის კურთხევა. ღვთის შეწევნით და ჩვენი ძალებით ავაშენეთ ეს ტაძარი.

 

-რამდენ ხანში აშენდა, მამაო?

-ხუთ წელში ავაშენეთ. ღმერთი აკეთებდა ჩვენს საქმეს. გეტყვით, რომ მასალების უმეტესობას კეთილი ადამიანები გვწირავდნენ. ხელოსნებისთვის ტრაპეზს მრევლი აკეთებდა. დღესაც მორიგეობა აქვთ დაწესებული, თვეში ერთხელ უწევს ოჯახს და ტაძარში ტრაპეზი მოაქვთ. კონკრეტული დამფინანსებელი არ გვყავს. მხოლოდ ღმერთი. ტაძრის კანკელიც ჩვენმა მრევლმა ბადრი ნოზაძემ გააკეთა. შრომაში ფულს არ ვხარჯავთ. ფიზიკურად თავად ვშრომობთ. უფალი გვეწევა ღვთის საქმეში.
ღმერთმა დაგლოცოთ.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων