23 Νοεμβρίου, 2020

კოვიდ-19 დაუდასტურდა ეპისკოპოსს, რომელიც სერბეთის პატრიარქის დაკრძალვაზე იმყოფებოდა

Διαδώστε:

????????????????????????????????????

 

2020 წლის 23 ნოემბერს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, კრუშევაცის ეპისკოპოსი დავითი (პეროვიჩი) პნევმონიით მოათავსეს დრაგიზა მისოვიჩის საავადმყოფოში. მღვდელმთავარს ჩაუტარდა ტესტირება კოვიდ-19-ზე, რომელმაც დადებითი პასუხი (ინფიცირების) აჩვენა.

ეპისკოპოსი დავითი 67 წლისაა. ის 2011 წლის 24 ივლისიდან იმყოფება მღვდელმთავრის ხარისხში. მეუფე დავითი არის თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი.

კრუშევაცის ეპისკოპოსი დავითი, გუშინ, 22 ნოემბერს იმყოფებოდა სრულიად სერბეთის უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის დაკრძალვაზე, მონაწილეობა მიიღო საღვთო ლიტურგიასა და წესის აგებაში და ბოლომდე დაესწრო მწყემსმთავრის დაკრძალვას.


wenews.ge

Διαδώστε: