29 Δεκεμβρίου, 2020

კორონავირუსით გარდაიცვალა კასტორიის მიტროპოლიტი სერაფიმე

Διαδώστε:

დღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, დილით, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, 61 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ზემო მაკედონიის ეგზარქოსი, კასტორიის მიტროპოლიტი სერაფიმე.

მღვდელმთავარი კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, ხოლო უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუთქვაზე. მას თანმდევ დაავადებად ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მიტროპოლიტი სერაფიმე 1996 წლიდან გარდაცვალებამდე იყო კასტორიის სამიტროპოლიტოს მეთაური.

მრავალმოწყალე უფალმა შეიწყალოს და სასუფეველში დაავანოს ახლადშესვენებული მიტროპოლიტი სერაფიმე.

 

wenews.ge

Διαδώστε: