23 Δεκεμβρίου, 2020

კორონავირუსით საბერძნეთში გარდაიცვალა იღუმენია ტაქსიარქია

Διαδώστε:

2020 წლის 23 დეკემბერს, სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციის შედეგად ღვთივმიიცვალა ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელი ეკლესიის ფილიპიის სამიტროპოლიტოს წმიდა დიმიტრი ნიკისიანის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ტაქსიარქია.

დედა ტაქსიარქია კავალას კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

უფალმა შეიწყალოს და სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ახლადშესვენებული იღუმენია ტაქსიარქია და მისცეს მას საუკუნო ხსენება.

wenews.ge

Διαδώστε: