08 Νοεμβρίου, 2020

კორონავირუსის დროს ჩატარებული მართლმადიდებლური ქორწილი კორეაში

Διαδώστε:

კორეელმა მართლმადიდებლებმა განსაკუთრებული სიხარული განიცადეს, პანდემიის მიუხედავად აღსრულებული ქორწინების საიდუმლოს გამო. ქალაქ სეულის წმინდა სინოლოზის საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს დიონისე Kwon-მა და ეკატერინე Park-მა. ჯვრისწერა აღასრულა კორეის მიტროპოლიტმა ამბროსიმ ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად. სიძე, დიონისე გახლავთ ნეტარხსენებული მამა პავლე Kwon-ის შვილი.

ქორწინების დასასრულს მიტროპოლიტმა ამბროსიმ ახლადდაქორწინებულებს მიმართა და აღნიშნა: “საყვარელო დიონისე და ეკატერინე, თქვენს გულში ჩაიწერეთ მოციქული პავლეს ღვთაებრივი სიტყვები და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ქორწილი მუდამ ბედნიერი იქნება. ეს სიმბოლოები, რაზეც მოციქული პავლე საუბრობს, მამაკაცისა და ქალის ურთიერთობას თანაბარს ხდის. უკუაგდებს ფემინისტურ პრეტენზიებს და იცავენ ოჯახის საღმრთო საჩუქრებს – მშვიდობასა და ჰარმონიას. როდესაც თქვენს ცოლქმრულ ცხოვრებას რთული წუთები დაუდგება, გაიხსენეთ მოციქული პავლეს რჩევები და სულის განსხვენებასა და პრობლემების გადაჭრას ჰპოვებთ. რადგან თუ მამაკაცს რეალურად უყვარს მისი მეუღლე, როგორც საკუთარი თავი, მაშინ ცოლიც პატივს სცემს მის ქმარს, ამ შემთხვევაში კი არაფერი იქნება ის რაც თქვენს ურთიერთობას შეარყევს. თქვენი კავშირი არის თანაბარი და საუკუნო, რადგან ეს იქნება ქრისტეს მიერ აგებული“.

Διαδώστε: