12/12/2020 12/12/2020 კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ თავისი ეპარქიის სამღვდელოებას მიმართა. “ძვირფასო ძმებო და მამებო ქრისტეში! ვაცნობიერებთ და ვუზიარებთ ერთურთს ტკივილსა და მწუხარებას, რაც ტაძრების ხელახლა დახურვის გამო მოგვადგა, აგრეთვე თქვენს პასტორალური შფოთვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოთ ეს უპრეცედენტო მდგომარეობა, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. მე, როგორც მწყემსსა და ეპისკოპოსს, მსურს, ჩემი მოკრძალებული...
12 Δεκεμβρίου, 2020 - 16:18

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე თავისი ეპარქიის სამღვდელოებას მიმართავს

Διαδώστε:
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე თავისი ეპარქიის სამღვდელოებას მიმართავს

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ თავისი ეპარქიის სამღვდელოებას მიმართა.

“ძვირფასო ძმებო და მამებო ქრისტეში!

ვაცნობიერებთ და ვუზიარებთ ერთურთს ტკივილსა და მწუხარებას, რაც ტაძრების ხელახლა დახურვის გამო მოგვადგა, აგრეთვე თქვენს პასტორალური შფოთვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოთ ეს უპრეცედენტო მდგომარეობა, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. მე, როგორც მწყემსსა და ეპისკოპოსს, მსურს, ჩემი მოკრძალებული სიტყვით მოგმართოთ.

ცხრა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, კორონავირუსის პანდემიის პრობლემა დაატყდა თავს. ჩვენ, ყველა დაღლილობასა და იმედგაცრუებას ვგრძნობთ და ყველა უკლებლივ ვღელავთ ამ განსაცდელის გრძელვადიანი შედეგებით. ჩვენი ერთადერთი ნუგეში და ერთადერთი თავშესაფარი რჩება ყოვლადკეთილი ღმერთი და ჩვენი წმიდა ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტაძრები დარჩება ღია და მორწმუნეებს ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მაინც არ ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ევქარისტიულ ცხოვრებაში(შეიკრიბონ საღვთო ლიტურგიაზე და მიიღონ წმიდა ზიარება), რაც არსებითად ტაძრების დახურვის ტოლფასია.

თითოეულ ჩვენგანს აქვს დემოკრატიული უფლება, გამოთქვას უთანხმოება სახელმწიფოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
ჩვენც იგივეს გავაკეთებთ, მაგრამ სწორი და სათანადო გზით! როგორც უკვე გამოცხადდა, მომდევნო სამშაბათს კვიპროსის ეკლესიის წმიდა სინოდი საგანგებოდ მოიწვია მთავარეპისკოპოსმა. განსაკუთრებული განხილვის თემაა ტაძრების დახურვა საშობაო მარხვის პერიოდში. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად მივიღოთ შედეგი, რომ მორწმუნეებს არ მოაკლდეთ შობის წმიდა დღეებში წმიდა ზიარების მიღება”, – ნათქვამია მიტროპოლიტ ათანასეს მიმართვაში.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων