28/08/2019 28/08/2019 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკლესიასა და მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს. მამუკა ბახტაძემ სიონის ტაძარში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ქართველებს ღვთისმშობლის უდიდესი რწმენა აქვთ. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ქართველებს, ჩვენ...
28 Αυγούστου, 2019 - 16:33

მამუკა ბახტაძე მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს

Διαδώστε:
მამუკა ბახტაძე მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკლესიასა და მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს.

მამუკა ბახტაძემ სიონის ტაძარში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ქართველებს ღვთისმშობლის უდიდესი რწმენა აქვთ.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ქართველებს, ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვაქვს დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული. უკვე 2019 წლის მაისიდან სახელმწიფო ოფიციალურად აღვნიშნავთ ამ დიდებულ მოვლენას. როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, ჩვენ ვგრძნობდით ქართული ეკლესიის და თქვენი, ქართველი საზოგადოების მხარდაჭერას. დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ, სრულიად საქართველოს, ქართული ეკლესიის მრევლსა და მსოფლიო საქრისტიანოს ვულოცავ ამ დიდებულ დღეს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

interpressnews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων