26/05/2020 26/05/2020 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე ეხმაურება 2002-2019 წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებულ თემას, რომლის შესახებაც, მისი თქმით, საუბარია “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ანგარიშში. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამ პერიოდში ეკლესიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ საერთო თანხას სხვა “თვლით სისტემაში” ანგარიშობს. უცვლელად გთავაზობთ მის მიერ გამოქვეყნებულ...
26 Μαΐου, 2020 - 14:34

მანიპულაცია ციფრებით”, ანუ როგორია სხვა “თვლით სისტემაში” დათვლილი მილიონები?

Διαδώστε:
მანიპულაცია ციფრებით”, ანუ როგორია სხვა “თვლით სისტემაში” დათვლილი მილიონები?

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე ეხმაურება 2002-2019 წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებულ თემას, რომლის შესახებაც, მისი თქმით, საუბარია “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ანგარიშში.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამ პერიოდში ეკლესიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ საერთო თანხას სხვა “თვლით სისტემაში” ანგარიშობს. უცვლელად გთავაზობთ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს:

“მანიპულაცია ციფრებით!!!

TDI-ს გამოქვეყნებულ ანგარიშში 2002-2019 წლებში ეკლესიამ მიიღო 276 000 000 ლ. ( 92 000 000 $ )

რატომ შეიკრიბა ამ ანგარიშში წლების განმავლობაში გაცემული თანხები? – ეფექტურობისთვის ალბათ.
ისევე როგორც ეკლესიისათვის გამოყოფილი მიწა კვადრატულ მეტრებში უნდა დაიდოს და არა ჰექტრობით, რომ რაც შეიძლება დიდი ციფრი გამოჩნდეს.

ეს არის მნიშვნელივანი თანხა ერთი ადამიანისათვის, მაგრამ ყველა სიდიდე ფარდობითია.

გთავაზობთ სხვა “თვლით სისტემაში” წარმოვადგინოთ ეს თანხა, მაგალითად ასე:

დავუშვათ ეკლესიას მიღებული თანხა თანაბრად გადაენაწილებინა საქართველოს მოქალაქეებისათვის, რა თანხას მიიღებდა თითოეული მოქალაქე?

276 000 000 ლარი, 17 წლის განმავლიბაში საქართველოს მოსახლეობის მთლიან რაოდენობაზე (3,7 მლ-ნი) გადაანგარიშებით მივიღებთ:

276 000 000 ÷ 17 (წელი) ÷ 3 700 000 (მოსახლეობა) = 4,38 ლ (წელიწადში) ( 1,46 $ )

წელიწადში! თითოეულ მოსახლეზე 4 ლარი და 38 თეთრი, ანუ 1$ და 46 ცენტი!
ანუ, თვეში თითო მოსახლეზე 36 თეთრი!!! ( 12 ცენტი!!! )

და რა თანხა იხარჯება თვეში ეკლესიის მიერ მიღებული 25 მილიონის შესახებ, და მსგავს სიუჟეტებზე ეკლესიის წინააღმდეგ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომელთა პირველადი საქმე ეკლესიის დისკრედიტაციაა? – გაცილებით მეტი ვიდრე მთლიანი ეკლესიის დაფინამსებაა.

და მით უმეტეს მნიშვნელოვანია ამ კამპანიის აბსურდულობა, როდესაც მათთვისაც ცნობილია, რომ ეს თანხა მთლიანად განათლებაზე იხარჯება.

ეკლესიის საწინააღმდეგო საინფორმაციო გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი ასეთია: ეკლესია თქვენს ხარჯზე მდიდრდება! შეიძულეთ ეკლესია, რადგან, რომ არა ეკლესია, თვეში 36 თეთრით, ანუ დღეში 1,2 თეთრით მეტი სიკეთე შეიძლება მიგეღოთ”.
dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων